კონტრდაზვერვითი პრობლემების ოპერატიული უზრუნველყოფის დანაყოფი

კონტრდაზვერვითი პრობლემების ოპერატიული უზრუნველყოფის დანაყოფი
მისი ძირითადი ამოცანაა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სადაზვერვო და სხვა მართლსაწინააღმდეგო საქმიანობის ფაქტების და ნიშნების შესახებ პირველადი ინფორმაციის მოპოვება, კონტრდაზვერვითი ძებნის ორგანიზება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გამოვლენილი და სავარაუდო მისწრაფებების და ინტერესების სფეროებში. დანაყოფში კონტრდაზვერვითი საქმიანობა ორგანიზებულია ხაზობრივი პრინციპით. მის ფუნქციაშია ქვეყნის მასშტაბით საიდუმლოების დაცვის რეჟიმის ოპერატიული უზრუნველყოფა და ოფიციალური კონტროლი. იგივე რგოლი ახორციელებს აგრეთვე უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ტექნიკური დაზვერვის საწინააღმდეგო ღონისძიებებს.
Source: ბაზღაძე დავით.საქართველოს უშიშროების სამსახურის სტრუქტურის პროექტი//ახალი აზრი, \# 2(16) , – 2004

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»